უკრაინის სოლიდარობის აქცია გორში

ახალგაზრდების სოლიდარობა უკრაინას. გორში „ხელოვნების სახლისა“ და ახალგაზრდული ცენტრის „ახალი თაობის“ ინიციატივით, ლომჭაბუკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. ლომჭაბუკის ძეგლი და ხელოვნების სახლი სიმბოლურად უკრაინის დროშის ფერებში განათდა. აქციაზე შეგროვდა ტანსაცმელი, პირველადი მოხმარების ნივთები და მედიკამენტები. ჰუმანიტარული დახმარების ნაწილი უკრაინაში გაიგზავნება, ნაწილი კი, საქართველოში მყოფ უკრაინელებს გადაეცემა.