უკრაინის შეტევა რუსულ ტანკერებზე
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა რუსეთის სამარის რეგიონში, სიზრანის ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს. ადგილობრივების ცნობით, ქარხანაში ხანძარი გაჩნდა და აფეთქებების ხმა ისმოდა. გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვაში ათი რუსული ტანკერი და ოთხი ბორანი დაბომბეს, რომლებიც რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებოდა.