უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის განცხადება

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის თქმით, რუსეთს ფრონტზე ძალებისა და რესურსების სამმაგი უპირატესობა აქვს. ამის შესახებ ალექსანდრ სირსკიმ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე დაწერა. მისი თქმით, ზოგიერთ მიმართულებაზე, სადაც რუსეთის ძალისხმევა კონცენტრირებულია, ეს უპირატესობა, შეიძლება ოთხმაგი ან ექვსმაგიც იყოს. ამასთან, მისივე თქმით, 2025 წლის აგვისტო უკრაინისთვის დიდი გამოცდის თვე იყო, თუმცა საბოლოოდ არაერთი პოზიტიური შედეგიც იქნა მიღწეული. სირსკის მტკიცებით, აგვისტოში რუსეთმა ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველაზე ნაკლები მოცულობის ტერიტორიების დაკავება შეძლო.