უკრაინის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია

უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია.

ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო, უმაღლესი რადა საომარი მდგომარეობის გამოცხადებისთვის ემზადება.

შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა პოროშენკომ ხელი უკვე მოაწერა. ქერჩის სრუტეში უკრაინული საზღვაო ხომალდების წინააღდეგ იერიშის მიტანის, ცეცხლის გახსნისა და უკრაინელი მეზღვაურების ტყვედ აყვანის გამო, კიევი რუსეთს ღია აგრესიაში ადანაშაულებს.