უკრაინის საგარეო უწყების პასუხი ულტიმატუმებს

12:26, 22.02.2026

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთსა და სლოვაკეთს მოუწოდებს ულტიმატუმები კრემლში გადაგზავნონ და არა კიევში. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინა გმობს ენერგომომარაგებასთან დაკავშირებით ამ ორი ქვეყნის ხელმძღვანელობისგან ულტიმატუმებსა და შანტაჟს. კიევში მიაჩნიათ, რომ უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობები არამხოლოდ ხელს უწყობენ აგრესორს, არამედ ვნებენ თავიანთ ენერგეტიკულ კომპანიებსაც. ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ თუ მილსადენ „დრუჟბის“ გავლით ნავთობის ტრანზიტი არ აღდგება.

მსგავსი