უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და საქართველოში უკრაინის ელჩის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. უწყება მოუწოდებს უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც არიან საჯარო პირები, თავი შეიკავონ მეგობარ სახელმწიფო საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან. ასეთი განცხადებები შესაძლოა, შეფასებული იყოს, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის შიდა საქმეებში ჩარევა.

ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს არანაირი მტკიცებულებები არ გააჩნია, გარდა ბრალმდებლის ემოციებისა. უკრაინული დიპლომატია არ მოცდება მათ გამო და გააგრძელებს რუსული ჰიბრიდული აგრესიისთვის წინააღმდეგობის ეფექტიანად გაწევას, უკრაინის მხარდასაჭერად მსოფლიოს მობილიზებას, უკრაინელი ექსპორტიორებისთვის ახალი ბაზრების გახსნას და საზღვარგარეთ თანამემამულეების უფლებების წარმატებით დაცვას“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.