უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

„2021 წელი უკრაინისა და საქართველოსთვის მაპი-ს მისანიჭებლად საუკეთესო მომენტია, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. დიმიტრი კულებას თქმით,  ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაში უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით პროგრესი არ არის და კიევისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ მიიწვიეს ქვეყანა ალიანსის სამიტზე. განსაკუთრებით კი იმ დროს, როდესაც სამიტი უკრაინა-რუსეთის საზღვარზე დაძაბულობის ესკალაციის ფონზე იმართება. კულებას თქმით, კიევი მადლიერია ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მუდმივი დადასტურების გამო, თუმცა მინისტრის განცხადებით, ბოლო 13 წლის განმავლობაში არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა ამ მიმართულებით.

მოამბე

დატოვე კომენტარი