უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

„უკრაინისთვის გამარჯვება იქნება რუსეთის მიერ დაკავებული ყველა ტერიტორიის დაბრუნება“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში დმიტრო კულებამ თქვა, რომ მხოლოდ რუსეთის დამარცხების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი შავი ზღვის პორტების გახსნა. დიპლომატი საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს. კულებას თქმით, „უკრაინა თუ არ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, მაშინ გამოდის, რომ ევროპა გვატყუებს“.