სერგეი ლავროვი – ევროპელებმა იციან, რომ მატარებელი მიდის და ბოლო ვაგონის საფეხურზე ახტომა სურთ
ევროპელებმა იციან, რომ მატარებელი მიდის და ბოლო ვაგონის საფეხურზე ახტომა სურთ, – ამ განცხადებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ევროკავშირის ქვეყნების სურვილს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მათ უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობა სურთ.
მისი თქმით, რუსეთის მოლაპარაკები უკრაინასთან დაკავშირებით იმგვარად წარიმართება, რომ მიღწეული იქნას რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნები, რომლებიც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2024 წელს ჩამოაყალიბა.
„მოლაპარაკებების ხაზი ისე იქნება აგებული, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევა იყოს შესაძლებელი. ეს მიზნები პრეზიდენტმა პუტინმა 2024 წლის ივნისში ჩამოაყალიბა და მას შემდეგ არასოდეს შეცვლილა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.