უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინის განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, საქართველოსა და მოლდოვას განაცხადებისგან ცალკე უნდა განიხილებოდეს. ამის შესახებ დმიტრო კულებამ ონლაინბრიფინგზე განაცხადა. „ევროინტეგრაციის მიმართულებით ჩვენი ძველი პარტნიორების, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ ჩემი დიდი პატივისცემით, უკრაინის შემთხვევა აბსოლუტურად გამონაკლისია. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ უკრაინის საკითხი განიხილებოდეს დამოუკიდებლად, რაც შეიძლება მალე“, – აღნიშნა კულებამ. მისი განცხადებით, გაწევრიანების პროცედურა უნდა გამარტივდეს, რომ ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაცია შეუფერხებლად მოხდეს.