უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

უკრაინელ დიპლომატებს მუდმივი კავშირი აქვთ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ სააკაშვილის უკრაინაში შესაძლო ექსტრადირების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.

დიპლომატის თქმით, უკრაინის კონსულს მიხეილ სააკაშვილთან დაუბრკოლებელი დაშვება აქვს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, საგარეო უწყება ახლა საქმის იურიდიულ მხარეს სწავლობს და აცნობებს საზოგადოებას, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.