უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

12:15, 11.10.2026

„პრეზიდენტი ზელენსკი ხელმძღვანელობს ჩვენს ერს, ომის დროს – ომს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და ღირსებისთვის“ – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ანდრეი სიბიგას თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის აქვს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და სწორედ ამ ხალხს აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლებაც. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ასე გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტის განცხადებას, რომ უკრაინამ ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. „საზღვარგარეთიდან გაკეთებული განცხადებები მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ის თავის საქმეს კარგად ასრულებს. ის მხარდაჭერას იმსახურებს“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.

მსგავსი