ტრამპი რუსეთის ქარხნებზე დარტყმების შეწყვეტას ითხოვს

12:14, 11.10.2026

ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს სურს, დიზელის საწვავთან დაკავშირებით მსოფლიოს პრობლემები შეუქმნას. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოს ზიანს ვერ მიაყენებს. მან ზელენსკის მოუწოდა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები დაუყოვნებლივ შეწყვიტოს. ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინას ახალი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს და მიანიშნა, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა, რუსეთთან ომის დასასრულებლად არასაკმარისი ნაბიჯები გადადგა. მისივე თქმით, უკრაინამ ქვეყნის 30 პროცენტი დაკარგა.

მსგავსი