უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

„რუსეთი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკუთარ ელექტროქსელთან დასაკავშირებლად ემზადება“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში. ანდრეი სიბიგას თქმით, რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგია განზრახ გაუთიშა. „ ეს იყო ხელით გათიშვა, რომელიც სატესტო რეჟიმში განხორციელდა. რუსეთის შემდეგი ნაბიჯი კიდევ უფრო საშიში იქნება, ოკუპირებული რეაქტორის ხელახლა ჩართვა – სათანადო გაგრილების გარეშე, ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე, ზედამხედველობის მიღმა. ეს დაუფიქრებელი ნაბიჯია მხოლოდ და მხოლოდ პუტინის კონტროლის დემონსტრირებისთვის. რუსეთის ასეთი უპასუხისმგებლო ქმედებები ზრდის ბირთვული ინციდენტების რისკს. რუსეთის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება არა მხოლოდ სასიკვდილო რისკია, არამედ კატასტროფისკენაც ამზადებს გზას. ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ბოლოდროინდელმა გათიშვამ, რომელიც რუსეთის მიერ ქვესადგურზე დარტყმის შედეგად მოხდა, კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ როგორ იყენებს მოსკოვი ბირთვულ უსაფრთხოებას იარაღად“, – წერს ანდრეი სიბიგა.