უკრაინის პრეზიდენტის სამძიმარი მიწისძვრით დაღუპულთა გამო

12:09, 12.02.2023

უკრაინის პრეზიდენტი თურქეთის საელჩოში მივიდა და მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. ვოლოდიმერ ზელენსკიმ თურქეთის საელჩოში ყვავილები მიიტანა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზად არის დაეხმაროს თურქეთს, რომელიც ახლა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევის წინაშე დგას. უკრაინის პრეზიდენტი უკრაინაში თურქეთის ელჩს პირადად გაესაუბრა.

მსგავსი