უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადება სუსლიაკის საქმეზე

საქართველო მზად არის, უკრაინას დაუბრუნოს 10 ბავშვი, რომელთა მშობლებიც ადამიანებით ვაჭრობაში არიან ეჭვმიტანილი,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ბავშვების უფლებების საკითხებში ვლადიმირ ზელენსკის წარმომადგენელი საქართველოს გენერალურ პროკურატურას და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა.

„ახლა წყდება ბავშვების უკრაინაში დაბრუნების საკითხი. კერძოდ, გაგრძელდება საჭირო დოკუმენტების გაფორმების პროცესი. უკვე არსებობს წინასწარი შეთანხმება პროკურატურასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ ბავშვები სამშობლოში ჩაიყვანონ“, – აღნიშნულია ზელენსკის პრესსამსახურის განცხადებაში.