უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

„ჩვენი უკრაინული მიწის ყოველი მეტრი – მოპოვებული რუსი სამხედროების მიმართ პროტესტითა და დამცირებით, არის მთელი უკრაინის გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვაში. უკრაინის პრეზიდენტი მოსახლეობას ქუჩაში გასვლისა და ბრძოლისკენ მოუწოდებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელი ხალხი სულით ძლიერია და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, დამაჯერებლობის გამოვლენის საშუალებას კი პროტესტი და წინააღმდეგობა იძლევა.