უკრაინის პრეზიდენტის კომენტარი მიხეილ სააკაშვილზე

უკრაინა ყველა დონეზე დააყენებს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ტრუსკავეცკში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ როგორც პრეზიდენტი, მუდმივად არის დაკავებული მოქალაქეების დაბრუნების საკითხით. ხოლო მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ეს მასაც ეხება. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში გამგზავრების შესახებ არაფერი იცოდა და ძალიან გაკვირვებული იყო, როდესაც ამის შესახებ მედიიდან შეიტყო. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას არასწორი უწოდა, რადგან ის ხელისუფლებში იმყოფება, თუმცა აღნიშნა, რომ საჭიროა საქმის ყველა დეტალის გარკვევა.