უკრაინის პრეზიდენტის გზავნილები

12:18, 24.02.2026

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს ომის დასრულების სერიოზული განზრახვა არ გააჩნია და პუტინი მხოლოდ სამშვიდობო პროცესის იმიტაციით ცდილობს უკრაინის პოზიციების შესუსტებას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა უკრაინის ბლოკში გაწევრიანების კონკრეტული თარიღი დაადგინოს. „მინდა თარიღი. ვითხოვ ამას“ – განაცხადა ზელენსკიმ.   უკრაინის პრეზიდენტმა ომის დაწყებიდან ოთხი წლის გასვლასთან დაკავშირებით „სიენენთანაც“ ისაუბრა და შეერთებული შტატების პრეზიდენტს მოუწოდა   „უკრაინის მხარეს დარჩეს“. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ თუ დონალდ ტრამპს ნამდვილად სურს პუტინის შეჩერება, შეერთებული შტატები საამისოდ საკმარისად ძლიერია. კითხვაზე, თვლის თუ არა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი საკმარის ზეწოლას ახდენს პუტინზე, ზელენსკიმ უპასუხა: „არა“.

მსგავსი