უკრაინის პრეზიდენტის განცხადება უსაფრთხოების კონფერენციაზე

რუსეთი მხოლოდ უკრაინით, საქართველოთი და სირიით არ დაკმაყოფილდება – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა.

პეტრო პოროშენკომ ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდა, გააძლიერონ ზეწოლა რუსეთზე, რომელიც დიდ საფრთხეს წარმოადგენს, როგორც მისი მეზობელი სახელმწიფოებისთვის, ასევე მთელი ევროპისთვის.

პეტრო პოროშენკომ მინსკის შეთანხმებაზეც იმსჯელა. მან ხაზი გაუსვა კიევის უმთავრეს მოთხოვნას, შეასრულოს რუსეთმა 2015 წელს ნაკისრი ვალდებულებები და ოკუპირებულ დონბასში გაეროს მშვიდობისმყოფელებს, მონიტორინგის საშუალება მისცეს, ასევე,

გაიყვანოს რუსი სამხედროები უკრაინის ტერიტორიიდან.