უკრაინის პრეზიდენტის განცხადება

12:31, 07.09.2026

ზელენსკიმ ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების სამი რაუნდი გაიმართა და სამივე მათგანს ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, განიხილეს უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გარანტიები, უკრაინის აღდგენა და ქვეყნისთვის „კეთილდღეობის გეგმა“. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბოლო 10-12 თვის განმავლობაში უკრაინა ბრძოლის ველზე გაძლიერდა, რაც ომის დიპლომატიური გზით მოგვარების შესაძლებლობას ქმნის. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, დონბასის საკითხი მხოლოდ დონბასის საკითხი არ არის, ეს ამ ომის მთავარი მიმართულებაა. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

მსგავსი