უკრაინის პრეზიდენტის განცხადება

12:22, 31.07.2026

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ წინასწარი მონაცემებით, დნეპროპეტროვსკის ოლქის დასახლებულ პუნქტზე, რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშისას, ჩრდილოეთკორეული ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს. ზელენსკის თქმით, რადუშნოში ბალისტიკური რაკეტა სახლს მოხვდა, რის შედეგადაც მშობლები და მათი შვილები დაიღუპნენ. მან აღნიშნა, რომ ამ თავდასხმას საერთაშორისო საზოგადოებაში ბევრი ქვეყანა გამოეხმაურა და დაგმო. ზელენსკის თქმით, ევროპულმა ქვეყნებმა ასევე გააკეთეს განცხადებები იმ რუსულ რაკეტასთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პოლონეთის ტერიტორიაზე შევიდა და ლუბლინის მახლობლად, მინდორში აფეთქდა. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთავარი ახლა არა თანაგრძნობა და დაგმობა, არამედ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საჭირო რაკეტების მიწოდებაა.

მსგავსი