უკრაინის პრეზიდენტის განცხადება

უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ისგან რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს ელოდება. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. ზელენსკი ევროკომისიის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის შემუშავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროპამ უკრაინის მოთხოვნები გაითვალისწინა. უკრაინის ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ პოლონეთში რუსული უპილოტო საფრენი აპარატებისა და ესტონეთში სამი რუსული საბრძოლო თვითმფრინავის საჰაერო სივრცეში შეჭრა, შემთხვევითი არ არის.