„ომში უკრაინის გამარჯვება დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გადარჩენას ნიშნავს“- აცხადებს ზელენსკი. მან „ეიბისი ნიუსთან“ ინტერვიუს არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. კითხვაზე, როგორ გამოიყურება გამარჯვება ქვეყნისთვის, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ეს არის უკრაინის გადარჩენა. მისივე თქმით, ალასკაში რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების სამიტმა ვლადიმერ პუტინს მისცა ის, რაც მას სურდა და ეს პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის სურვილი იყო. რაც შეეხება ზელენსკის პუტინთან შეხვედრას, უკრაინის ლიდერი ამბობს, რომ პუტინმა მას ისეთი პირობები შესთავაზა, რომელსაც ვერ მიიღებდა და პუტინი აშშ-სთან თამაშობს. ჟურნალისტმა ზელენსკის შეახსენა, რომ პუტინმა მას მოსკოვში ჩასვლა შესთავაზა, რაზეც ზელენსკიმ ხუმრობით უპასუხა, რომ რუსეთის პრეზიდენტს კიევში ჩასვლა შეეძლო.