უკრაინის პრეზიდენტი თვლის, რომ დონალდ ტრამპის პოზიცია რუსეთის მიმართ უნდა იყოს მკაცრი, თუ კრემლი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას არ დათანხმდება. ზელენსკი ვარაუდობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შეიძლება 30 დღეზე მეტხანს გაგრძელდეს, ამიტომ აღნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში ომის დასასრულებლად შესაბამისი შეთანხმება უნდა იქნეს შემუშავებული. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, ტერიტორიებზე კონტროლის საკითხი „რთულია“ და ეს მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს. ზელენსკიმ განმარტა ისიც, რომ საუდის არაბეთში შეხვედრაზე აშშ-ის წარმომადგენლებს ომის დასრულების თაობაზე უკრაინისთვის დამატებითი პირობები არ წაუყენებიათ.