„საქართველოს ინტერესების პუტინისთვის მიყიდვა ივანიშვილს კარგს არაფერს მოუტანს“ – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში გააკეთა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, სანქციები დაუწესონ კონკრეტულ პირებს საქართველოში. მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა ბრძანება, რომელიც მოიცავს ფინანსური აქტივების გაყინვას, საქართველოს 20 მოქალაქისთვის აკრძალვებს უკრაინაში შესვლაზე, ბიზნესის წარმოებაზე, ქონების შესყიდვაზე.