უკრაინის პრეზიდენტის განცხადება

12:29, 26.11.2024

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებს და ევროპას მოუწოდებს, მიიღონ მსგავსი ზომები. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აუცილებელია დაუყოვნებლივი და მკაცრი პასუხი რუსეთის სამხედრო მოქმედებებზე. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეკონომიკური სანქციები პირდაპირ გავლენას ახდენს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზე. დიდმა ბრიტანეთმა სანქციები რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ დააწესა, რომელიც 30 ხომალდს მოიცავს.

მსგავსი