უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი სარგებლობს უკრაინის დახმარების გაჭიანურებით. მისივე თქმით, სიტუაცია რაიონებში, სადაც რუსეთის ჯარები არიან მობილიზებულები, უკიდურესად რთულია. ზელენსკიმ ამის შესახებ კუპიანსკში ფრონტის ხაზის მონახულების შემდეგ, ვიდეომიმართვაში ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტმა პოლონეთის საზღვართან არსებულ ვითარებაზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ ეს სიტუაცია არ შეიძლება ნორმალურად ან ჩვეულებრივად იყოს აღქმული.