უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინას კონტრშეტევის გაგრძელების გეგმა აქვს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინამ შეიმუშავა კონტრშეტევის კონკრეტული მიზნები 2024 წლისთვის, თუმცა ეცდება, 2023 წელს მიაღწიოს ფრონტზე წარმატებას. ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში წინსვლა ნელი ტემპით მიმდინარეობს, თუმცა განაცხადა, რომ წარმატებაში დარწმუნებულია. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ახსენა „უსიამოვნო სიურპრიზები“, მათ შორის, საზღვარგარეთ პარლამენტებში არსებული კრიზისები და უცხოელი პარტნიორების მიერ გადაწყვეტილებების მიღების გაჭიანურება. უკრაინის პრეზიდენტმა ისევ გამორიცხა რუსეთთან კომპრომისებზე წასვლის შესაძლებლობა და განაცხადა, რომ ომის დასრულება მხოლოდ რუსეთის მიერ უკრაინიდან ჯარის გაყვანის შემთხვევაშია შესაძლებელი.