უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება  

ვითარება იძაბება უკრაინაში.

დაიწყო იმ სადავო შეთანხმების შესრულება, რომელიც 2016 წლიდან მხოლოდ ფურცელზე რჩებოდა. დონბასში ფრონტის ხაზზე მდებარე სოფელში ძალების დაშორიშორების პროცესი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. იარაღის დაყრის მოთხოვნას უკრაინელი მებრძოლების წინააღმდეგობა მოჰყვა, კიევში მოქალაქეების ნაწილი ქუჩაში გავიდა. დემონსტრანტები ფრონტის ხაზიდან სამხედრო ძალების გაყვანას აპროტესტებენ და ამ გადაწყვეტილების გამო უკრაინის პრეზიდენტს მწვავედ აკრიტიკებენ. წინააღმდეგობის მიუხედავად, ზელენსკი მინსკის ჯგუფის ფორმატში მიღებული შეთანხმების ბოლომდე შესრულებას აპირებს.