დღეს ამოიწურა ვადა, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინას სამშვიდობო შეთანხმების მისაღებად მისცა. თუმცა, მოგვიანებით განაცხადა, რომ მისთვის მთავარი ომის დასრულებაა და არა კონკრეტული თარიღი. როგორც მედია წერს, მხარეები შეერთებული შტატების გეგმის მნიშვნელოვან პუნქტებზე ვერ აღწევენ კონსენსუსს, მათ შორის ნატო-ში უკრაინის მომავალსა და ტერიტორიულ დათმობებზე. პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტში გამოსვლისას უკრაინის მხარდამჭერი გზავნილებისთვის. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას გაყინული აქტივების საკითხიც განიხილეს.