უკრაინის პრეზიდენტი ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს

15:06, 08.03.2022

უკრაინის  პრეზიდენტი ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ კვლავ იბომბება ქალაქი სუმი. ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთს ბოლო 30 წლის განმავლობაში არ დაუკარგავს იმდენი საავიაციო ტექნიკა, რამდენიც 13 დღეში უკრაინაში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სწორედ ამდენივე დღეა დასავლეთისგან ისმენენ მხოლოდ დაპირებებს. ვოლოდიმირ ზელენსკი დაღუპულ  თითოეულ მოქალაქეზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

https://youtu.be/LWdArK95c7E

მსგავსი