უკრაინის პირველი ლედი კონგრესში სიტყვით გამოვიდა: „ახლა გთხოვთ ისეთ რამეს, რისი თხოვნაც არასდროს მომინდებოდა, გთხოვთ იარაღს“, – განაცხადა ოლენა ზელენსკამ. მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა იცის, რა არის ტერორისტული თავდასხმები და ყოველთვის ცდილობდა ტერორიზმის დამარცხებას. კონგრესში გამოსვლამდე ოლენა ზელენსკა თეთრ სახლში მიიღეს ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ. 18 ივლისს კი, უკრაინის პირველი ლედი სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა.