უკრაინის მოსახლეობა ახალ პარლამენტს ირჩევს

უბნების დახურვამდე სამი საათი რჩება. უკრაინის მოსახლეობა ახალ პარლამენტს ირჩევს.

ხმის მიცემის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. იყო გარკვეული დარღვევებიც, რომელზეც შესაბამისმა უწყებებმა რეაგირება მოახდინეს.

ბიულეტენი, რომელიც მოქალაქეებს უბანზე ხვდებათ, საკმაოდ ვრცელია. სია 22 პარტიას აერთიანებს.

წინასწარი პროგნოზით, ფავორიტი უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურია“, მეორე ადგილზე კი ვიქტორ მედვედჩუკის „ოპოზიციური პლატფორმაა“, რომელსაც ამომრჩეველთა 12 პროცენტი უჭერს მხარს.

 

დატოვე კომენტარი