უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ახალ პროექტს მოამზადებენ ქართველი პოლიტიკოსები. საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები ერთობლივ ტექსტზე პოზიციების შესაჯერებლად პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კონსულტაციებს სავარაუდოდ, დღეიდან დაიწყებენ. უკრაინის საკითხს ოპოზიცია ზეპარტიულს უწოდებს და აცხადებს, რომ მმართველ გუნდთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დიალოგისთვის მზად არის. შეთანხმების შესაძლებლობაზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც, რომლებიც განმარტავენ, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.