უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია

უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმება ისევ ვერ ხერხდება – ერთის ნაცვლად, პარლამენტში სამი პროექტია მომზადებული. ოპოზიცია „ქართული ოცნების“ ვერსიას აკრიტიკებს.

ნაწილი იმედოვნებს, რომ საკომიტეტო მოსმენების დროს, კონსენსუსის მიღწევა მოხერხდება. პროცესს ეთიშება „გირჩი“. „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ ოპოზიცია თემით სპეკულირებს და ტექსტი დიპლომატიური სტანდარტის მიხედვით არის შედგენილი.