უკრაინის მხარდამჭერი განცხადება
გაერო-ს წევრი 50-ზე მეტი ქვეყანა, ევროკავშირი და მათ შორის – საქართველო, შეუერთდნენ უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას, რომელშიც რუსეთს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. დოკუმენტი 23 სექტემბერს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე უკრაინის საგარეო უწყებამ გაავრცელა. განცხადების ხელმომწერებმა ღრმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის მიერ უკრაინის მასშტაბით მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მოქმედებების ესკალაციის გამო. გარდა ამისა, რუსეთს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ყველა თვითნებურად დაკავებული, იძულებით გადაადგილებული ან დეპორტირებული უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქისა და სამხედრო ტყვის ქვეყანაში დაბრუნება.
განცხადების ხელმომწერ ქვეყნებს შორის არ არის ამერიკის შეერთებული შტატები.