ევროკავშირმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღის წინ ოთხი მილიარდი ევრო გადაურიცხა. „ეს დაფინანსება ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას არა მხოლოდ უკრაინის აღდგენის, არამედ მისი მომავლის მიმართ, როგორც სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნისა“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა. უკრაინის პრემიერ-მინისტრის, იულია სვირიდენკოს განცხადებით, სამი მილიარდი ევრო გამოყოფილია უკრაინის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უკრაინის აღსადგენად, კიდევ მილიარდი ევრო კი – ინიციატივის ფარგლებში, რომელიც რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით ფინანსდება.
უკრაინის დამოუკიდებლობის დღე 24 აგვისტოს აღინიშნება.