მიხეილ სააკაშვილის საქართველოდან გადაყვანის საკითხი უკრაინის დღის წესრიგის ნაწილია – მიხეილ პოდოლიაკის განცხადება დილიდან შეფასებების თემაა თბილისში. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა: „ევროპელ თუ ამერიკელ კოლეგებთან ერთად ვაკეთებთ მიმართვებს, იქნება ეს საგარეო საქმეთა სამინისტრო თუ პრეზიდენტის ოფისი. კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას, მოგვცენ საშუალება, სააკაშვილი თუ უკრაინაში არა, სხვა ქვეყანაში მაინც გადავიყვანოთ სამედიცინო მიზნებით. აღნიშნა პოდოლიაკმა. ამავე ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი საქართველოს ხელისუფლებას მარიონეტად მოიხსენიებს. მმართველ გუნდში საპასუხოდ აცხადებენ, რომ უმჯობესია უკრაინამ თავის თავს მიხედოს.