უკრაინის დამოუკიდებლობის დღე – პრეზიდენტის მილოცვა

18:15, 24.08.2026

უკრაინას და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოს პრეზიდენტიც.

„დამოუკიდებლობა ერის თავისუფალი არჩევანის, სახელმწიფოებრივი ღირსებისა და საკუთარი მომავლის განსაზღვრის უზენაესი გამოხატულებაა. საქართველომ, რომლის ისტორიაც თავისუფლებისთვის უწყვეტ ბრძოლას წარმოადგენს, კარგად იცის სუვერენიტეტის ჭეშმარიტი ფასი. უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სიმტკიცესა და ღირსეულ მომავალს“, – აღნიშნულია მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში.

მსგავსი