უკრაინის ავტოკეფალია და შეხვედრა საპატრიარქოში

საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე პოზიციის დაფიქსირებას არ ჩქარობს.

თემა, რომლის მიმართ განსაკუთრებით მაღალი ინტერესია, პატრიარქმა და მღვდელმთავრებმა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციასთან ერთად განიხილეს. დელეგაციას საფრანგეთის მიტროპოლიტი ხემძღვანელობს, რომელსაც ილია მეორისგან სწორი გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი აქვს. მიტროპილიტმა ემანუელმა დაადასტურა, რომ უკრაინის ეკლესიის საკითხზე მხარეებმა დღეს საკუთარი მოსაზრებები გაცვალეს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გადაწყვეტილებას სინოდის მომდევნო სხდომაზე გამოაცხადებს.

ამ დრომდე მართლმადიდებელი ეკლესიებიდან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ოფიციალურად ჯერ არავის უღიარებია.