ავარიული დაშვება აეროპორტში და გაუქმებული ფრენა - მგზავრები ავიაკომპანიისგან განმარტებას ითხოვენ

შეფერხება თბილისის აეროპორტში. კიევი-თბილისის რეისის ავარიული დაშვების გამო, მგზავრების ნაწილს ფრენა გაუუქმდა. თვითმფრინავი დასაფრენ ბილიკზე გაუმართავი სამუხრუჭე სისტემით დაჯდა, რის გამოც, კიევში უკან გაფრენა ვეღარ შეძლო.

ამ ბორტთან ერთად, თბილისში, კიევის გავლით სხვა ქვეყნებში მიმავალი მგზავრებიც დარჩნენ, რომლებიც განმარტებებს ამ დრომდე ელოდებიან. მარიამ სეთურიძე არკვევს დეტალებს.