უკრაინელთა დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი გროვდება ზუგდიდში

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება მიმდინარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ჰუმანიტარულ აქციაში მერიასთან და საჯარო მოხელეებთან ერთად, ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა და ბიზნესსექტორი. გარდა ამისა, მერიის სარეზერვო ფონდიდან 20 ათასი ლარი გამოიყო. ზუგდიდის მსგავსად, პროცესში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული. ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.