უკრაინელი პროკურორების განცხადება 

„კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს“, – ამის შესახებ უკრაინელი პროკურორების განცხადებაში ვკითხულობთ, რომლებიც უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულს იძიებენ. ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით, უკრაინის სამხედრო პროკურატურა „შეაგროვებს და შეინახავს რუსეთის აგრესიის მტკიცებულებებს, დაიცავს წესრიგს და უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეების უფლებების დაცვას. ბრალდებებს უარყოფს რუსეთის ხელისუფლება და აცხადებს, რომ ფოტოვიდეო კადრები „კიევის რეჟიმის მორიგი სიყალბეა“.