გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში კრემლის სამხედრო ინტერვენციამ სამშობლოს დატოვება 2 500 000-ზე მეტ ადამიანს აიძულა. ოჯახებმა საკუთარი სახლები დატოვეს, თუმცა მამაკაცების უმეტესობა, ვისაც ქვეყნის თავდაცვის ძალების დახმარება შეუძლია, უკრაინაში რჩება. იძულებით გადაადგილებული უკრაინელების ნაწილი საქართველოშიც ჩამოვიდა, ნაწილი აქ ომამდე იყო და სახლში დაბრუნება ვეღარ შეძლო.
ბათუმში მყოფ უკრაინელებს მერაბ წულუკიძე გაგაცნობთ.