უკრაინელების დრონებით მასშტაბური თავდასხმა მოსკოვზე

12:27, 07.07.2026

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, ღამით მოსკოვს 430-ზე მეტი დრონი ესროლეს. მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა მათი უმეტესობა ქალაქიდან შორეულ მისადგომებთან გაანეიტრალეს, ხოლო მოსკოვთან მიახლოებისას 36 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. დრონების საფრთხის გამო, ღამის განმავლობაში ფრენებზე შეზღუდვები დაწესდა მოსკოვის ყველა აეროპორტში, ასევე რუსეთის სხვა ქალაქების აეროპორტებშიც. უკრაინულ მხარეს მოსკოვზე მასშტაბური დრონებით თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

მსგავსი