უკრაინელ მეწარმეთა ხელშეწყობის პროგრამა
გერმანიის მთავრობისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, უკრაინელ მეწარმეთა ხელშესაწყობად, უკრაინის სახლში დახმარების მორიგი რაუნდი აღინიშნა. ითქვა რომ, 2022 წლიდან 30-ზე მეტი, მცირე და საშუალო საწარმო ამოქმედდა, დღეს კი მათ რიცხვს უკრაინელი ლტოლვილების მიერ დაფუძნებული 19 საწარმო შეემატა. ღონისძიების ფარგლებში, გერმანიის ელჩმა და გაერო-ს მუდმივმა წარმომადგენელმა, უკრაინელ მეწარმეებს სერთიფიკატები გადასცეს და გასული ორი წლის მანძილზე მიღწეული შედეგები შეაჯამეს. ღონისძიების მონაწილეებმა, ხაზი გაუსვეს საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობას, უკრაინის ეკონომიკური აღდგენისა და ლტოლვილთა ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად.