უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის კიევში ყოფნის დრო დღეს 12 საათამდე იწურება. როგორც ცნობილია, ქვეყნის დატოვების პროცესი სირთულეებთანაა დაკავშირებული – ვინაიდან კიევიდან საზღვრამდე კონკრეტული სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან, თუმცა ელჩი განსაზღვრული დროის მანძილზე შეეცდება უკრაინის საზღვრის გადაკვეთას. მიმდინარე პროცესებზე ვრცელი სატელეფონო კომენტარი გააკეთა თავად გიორგი ზაქარაშვილმა, სადაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან საუბრის მთავარ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. მისი განმარტებით, უკრაინის საგარეო უწყებაში შეხვედრაზე განუცხადეს, დაეტოვებინა კიევი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციების გასამართად. უკრაინაში საქართველოს ელჩმა კვლავ დააფიქსირა პოზიცია, რომ საქართველო უკრაინელი ხალხისა და მეგობარი ქვეყნის დახმარებას გააგრძელებს.