უკრაინაში სააკაშვილის მიერ პოროშენკოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი განიხილება

უკრაინის საკასაციო სასამართლო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს განიხილავს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის მოქმედ ლიდერს უკრაინის მოქალაქეობის უკანონო გზით ჩამორთმევაში ადანაშაულებს. როგორც ცნობილია, პოროშენკოს მიერ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზი, ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიერ მოქალაქეობის მიღების დროს წარდგენილი ყალბი ინფორმაცია გახდა; კერძოდ, სააკაშვილმა დამალა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. თავად სააკაშვილი ამტკიცებს, რომ მსგავსი დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია.