უკრაინაში პრემიერის ვიზიტი დაიწყო

ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას სტუმრობს.

ლვოვის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს უკრაინელი კოლეგა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები დახვდნენ. საქართველოს პრემიერს დღეს ქალაქ ლვოვში მასპინძლობენ, ხვალიდან კი, ოფიციალური შეხვედრები კიევში გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტს, პრემიერს და უმაღლესი რადას თავმჯდომარეს შეხვდება. მთავრობის მეთაური ასევე მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის სამიტში, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები ესწრებიან.